მნიშვნელოვანი ინფორმაცია კითხვარის გაგზავნამდე
COALESIA/MHCW-ის პლატფორმა პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე უზრუნველყოფს მხოლოდ დისტანციურ წინასწარ შეფასებასა და რეკომენდაციებს.
- პლატფორმის საშუალებით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, განმარტება და რეკომენდაცია მხოლოდ წინასწარი და სარეკომენდაციო ხასიათისაა.
- ის არ წარმოადგენს საბოლოო დიაგნოზს ან სამედიცინო დანიშნულებას და არ ცვლის ექიმის პირისპირ გასინჯვას, ლაბორატორიულ ან ინსტრუმენტულ კვლევებს.
- მკურნალობის დაწყების, შეცვლის ან შეწყვეტის, ასევე ნებისმიერი პრეპარატის ან სხვა საშუალების გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ საკუთარ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
- წინასწარი შეფასების სიზუსტე დამოკიდებულია მოწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სრულყოფილებაზე, ასევე ატვირთული ფოტოებისა და ვიდეოების ხარისხზე.
- მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ან საგანგაშო სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და არ დაელოდოთ პლატფორმის პასუხს.
- დისტანციური შეფასება ვერ უზრუნველყოფს მკურნალობის ან მოვლის კონკრეტული შედეგის გარანტიას.
COALESIA/MHCW ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია არასრული ან არასწორი ინფორმაციის მოწოდებით, ექიმთან ან გადაუდებელ დახმარებასთან დაგვიანებით მიმართვით, რეკომენდაციების თვითნებური შეცვლით, აგრეთვე პრეპარატების ან სხვა საშუალებების ინსტრუქციის დარღვევით ან საკუთარ მკურნალ ექიმთან შეუთანხმებლად გამოყენებით.